მოლდოვამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს სამი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, მოლდოვა რუსეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს, კერძოდ, მოლდოვის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა, რომ დეპუტატი ალექსანდრე ნესტეროვსკი, რომელსაც პარტია „შორის“ უკანონო დაფინანსების საქმეზე 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, დნესტრისპირეთში რუსი დიპლომატების დახმარებით გაიქცა.

„მოლდოვის რესპუბლიკის სასამართლო სისტემაში რუსეთის ფედერაციის ჩარევა მიუღებელია. წარმოიდგინეთ, რუსეთის ფედერაციის სასამართლო სისტემაში მოლდოვის რესპუბლიკა რომ ჩაერიოს“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

ცნობისთვის, 25 მარტს კიშინიოვის აეროპორტში მოლდოვის ავტონომიური რეგიონის, გაგაუზიის ლიდერი, ევგენია გუცული დააკავეს, როდესაც ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. მოლდოვაში გუცულის წინააღმდეგ კორუფციის, კერძოდ 2019-2022 წლებში მოლდოვიდან გაქცეული პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის რუსეთიდან დაფინანსების საქმეზე სასამართლო საქმეა აღძრული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს