რობერტ ფიცოს განცხადებით, იხუმრა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა

იმედი მაქვს, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღევანდელი პრესკონფერენციიდან ჩემი ხუმრობა გაიგო, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სოციალურ ქსელში წერს.

რობერტ ფიცოს განმარტებით, პრესკონფერენციაზე გაკეთებული კომენტარი, იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სრული იდიოტი“ უწოდა, ხუმრობა იყო, რომელიც სლოვაკეთის ოპოზიციამ ვერ გაიგო.

„იმედი მაქვს, ევროკომისიის პრეზიდენტმა დღევანდელი პრესკონფერენციიდან ჩემი ხუმრობა გაიგო, როცა ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა მკაცრად მისაყვედურა, რომ არაფერი გავაკეთე, როგორც ამას სლოვაკეთის ოპოზიცია ამბობს, მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ტარიფების თავიდან ასაცილებლად“, - წერს რობერტ ფიცო.

ცნობისთვის, მანამდე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესების საკითხს განიხილავდა.

„ურსულამ მკაცრად მისაყვედურა, ძალიან მკაცრად. რობერტ, რა ჩაიდინე? რატომ მოელაპარაკე ტრამპს ასე? ნახევარი საათის განმავლობაში მსაყვედურობდა და ამბობდა, რომ სრული იდიოტი ვარ“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო