ლევან დოლიძე - “ნაციონალური მოძრაობა” არის ქართული პოლიტიკის სისტემური პრობლემა - მისგან დისტანცირება ქცევის დონეზეც უნდა მოხდეს

ამ ემოციური ფონის პირობებში არ შეიძლება ვიმოქმედოთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ ქვეყნის მომავალი და იმ ერთობის მნიშვნელობა, რომლის არარსებობამ 90-იან წლებში ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში, პარტია “საქართველოსთვის“ წევრმა ლევან დოლიძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

დოლიძის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” ქართული პოლიტიკის სისტემური პრობლემაა და ყოფილი სახელისუფლებო პარტიისგან სხვა პარტიების დისტანცირება უნდა მოხდეს, რათა პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს.

“მე მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის ქართული პოლიტიკის სისტემური პრობლემა და, შესაბამისად, “ნაციონალური მოძრაობისგან” მაქსიმალური დისტანცირება სხვა აქტორების, არის მნიშვნელოვანი. ეს ქართული პოლიტიკის გაჯანსაღების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იქნება, მაგრამ როდესაც დისტანცირებაზე ან აფილირებაზე ვისაუბრებთ, ჩემთვის “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირება არ არის მხოლოდ პოლიტიკური აფილირების საკითხი და არ არის მხოლოდ ფორმალური თანამშრომლობის საკითხი. “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირება ქცევის დონეზეც უნდა მოხდეს, ვინაიდან “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირება ქცევის მოდელად იქცა. ეს არ არის მხოლოდ პარტიული ან კოალიციური კუთვნილების საკითხი.

აგრესია, რადიკალიზმი, წითელი ხაზების არარსებობა, პარტიული ინტერესების სახელმწიფო ინტერესებზე წინ დაყენება - ეს ის მანკიერებებია, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაში” მრავლად გვაქვს, რომელიც, გარკვეულწილად, ჩანს სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც, რომლებიც არ არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” პირდაპირ სისტემურ თანამშრომლობაში და ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოხდეს დისტანცირება. ეს არის გზა, რაც ყველაზე მოკლე და ეფექტიანი იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისათვის.

ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიაზროს, რომ უპირველეს ყოვლისა, უნდა დადგეს სახელმწიფოს ინტერესები, ყველამ უნდა იფიქროს ჩვენი ქვეყნის წარსულზე, იმაზე, რით მოვედით ჩვენ დღევანდელ დღემდე, ამიტომ, ამის გააზრება რადიკალიზმისგან მაქსიმალური თავშეკავებაა და ამ რთული პოლარიზაციის ფონზეც კი გააზრება იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ სავალი გზები უნდა შევინარჩუნოთ.

ამ ემოციური ფონის პირობებში არ შეიძლება ვიმოქმედოთ ისე, რომ არ გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და იმ ერთობის მნიშვნელობა, რომლის არარსებობამ 90-იან წლებში ძალიან სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანა. შეგვიძლია, გავიხსენოთ რა ხდებოდა აფხაზეთში, როდესაც იყო დაპირისპირება ყოფილ პრეზიდენტსა და მაშინდელ ხელისუფლებას შორის და რა ნეგატიური გავლენა მოახდინა ამ ყველაფერმა იმ საბრძოლო მოქმედებებზე, რომელიც ჩვენ, მაშინ, რუსეთის ფედერაციასთან გვქონდა. სადამდე მიგვიყვანა 90-იანებში რადიკალიზმმა და როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებაზე ვსაუბრობ, მე, პირველ რიგში, სწორედ რადიკალიზმს ვხედავ. ამისგან ყველამ უნდა შეიკავოს მაქსიმალურად თავი. ეს არ ნიშნავს პრინციპული პოზიციის არარსებობას”, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო