დონალდ ტრამპი - „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან

"ჰუსიტების“ წინააღმდეგ ჩვენი შეტევები გაგრძელდება, ვიდრე ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

„ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტი“ ტერორისტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი დარტყმების შედეგად განადგურდნენ. მათი ბევრი მებრძოლი და ლიდერი უკვე ჩვენთან აღარ არის. ჩვენ მათ ყოველდღე და ყოველ ღამე ვურტყამთ - უფრო და უფრო ძლიერად“, - წერს დონალდ ტრამპი.

მისი თქმით, „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რომელიც რეგიონს და გემებს საფრთხეს უქმნის, სწრაფად ნადგურდება.

„ჩვენი შეტევები გაგრძელდება მანამ, სანამ ისინი ნავიგაციის თავისუფლებას საფრთხეს აღარ შეუქმნიან. „ჰუსიტების“ არჩევანი ნათელია: ამერიკული გემების წინააღმდეგ სროლა შეწყვიტეთ და ჩვენ თქვენს წინააღმდეგ სროლას შევწყვეტთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ და ნამდვილი ტკივილის მიყენება ჯერ კიდევ წინ არის, როგორც „ჰუსიტებისთვის“, ასევე ირანში მათი სპონსორებისთვის“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს