თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის კომენტარებით

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად დარწმუნებულია ტრამპი, რომ შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების დადებას.

„პრეზიდენტი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და მან გამოხატა უკმაყოფილება იმ კომენტარებით, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარის ლიდერებმა გააკეთეს. მან გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი