დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინზე - მსურს ვნახო, რომ შეთანხმებას დადებს - არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე, მაგრამ ამას გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გარიგების დადება იხილოს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, რუსულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.

„მსურს ვნახო, რომ ის დადებს შეთანხმებას, რათა შევაჩეროთ რუსი ჯარისკაცების, უკრაინელი ჯარისკაცების და სხვა ადამიანების მკვლელობა. მინდა, დარწმუნებული ვიყო, რომ ის [პუტინი] ამას ბოლომდე მიიყვანს. არ მინდა მეორე ტარიფები დავაწესო მის ნავთობზე. მაგრამ ვფიქრობ, იცით, ეს არის ის, რასაც გავაკეთებ, თუ ვიფიქრებ, რომ ის არ ასრულებს თავის საქმეს. მე ეს ვენესუელასთან გავაკეთე“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ თუ უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევენ და იფიქრებს, რომ ეს რუსეთის ბრალია, რუსეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი