Associated Press - ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო

ჩინეთმა ტაივანის გარშემო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

ჩინეთის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ერთობლივი წვრთნები საჰაერო, სახმელეთო და სარაკეტო ძალებს მოიცავს და „ტაივანის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მკაცრ გაფრთხილებასა და ძლიერ შემაკავებელ საშუალებას“ წარმოადგენს.

ამასთან, ჩინეთის არმიამ სამხედრო წვრთნების გამოცხადების შემდეგ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტაივანის პრეზიდენტი, ლაი ცინგ დე გამოსახულია როგორც „პარაზიტი, რომელიც კუნძულს წამლავს“.

ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კუნძულის გარშემო ჩინეთის საზღვაო ძალების 19 ხომალდი დააფიქსირეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება