ალეკო ელისაშვილი - შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, მზად ვარ, სახლში არ დავბრუნდე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალა

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია თვითონაც რომ არ იცის - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც საქმის არსებითი განხილვა მოხდება, შესაძლოა ის დააკავონ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ყველაფერი მოსამართლისა და „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„დღეს იქნება ჩემი საქმის არსებითი განხილვა, არ ვიცი, სასამართლო კი ჰქვია ამ უმსგავსობას, მაგრამ არანაირი სამართალი არ არის. არ ვიცი, შესაძლოა, დღესვე დამაკავონ, ან არ დამაკავონ, შესაძლოა მოწმედ დიდი სახელოვანი პოლიტიკური მოღვაწე ალი ბაბაევი მოიყვანონ.

მოვედი, მზად ვარ იმისთვის, რომ სახლში არ დავბრუნდე. ყველაფერი მოსამართლის ხასიათსა და განწყობაზე იქნება დამოკიდებული და იმაზე თუ რა გადაწყვიტეს „ქართულ ოცნებაში“ და მოსამართლეს რა დაავალეს.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შემეცვალა აღკვეთის ღონისძიება, რაც ციხეში ჩემი ყოფნის მე-12 დღეს მოხდა და პოლიტიკურ პროცესს უკავშირდება, საქართველოში ევროსაბჭოს დელეგაციის ჩამოსვლას.

პოლიტიკურ დევნას მედავებიან კაცის, რომელიც რანაირი პოლიტიკოსია, თვითონაც რომ არ იცის, გიორგი გახარია რომ სცემეს ბათუმში საქმე აღიძრა ცემის მუხლით. ანუ ალი ბაბაევი პოლიტიკოსია და გიორგი გახარია არა“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „ვივამედში“ მისი გადაყვანის შესახებ და აღნიშნა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა კლინიკა „ვივამედი“ და ნინო ნადირაძე დამნაშავედ ცნო და სოციალური ქსელიდან რენტგენის ფოტოს აღება დაავალა.

„ვივამედს“ რაც შეეხება, დაკავების შემდეგ ნეკნი მქონდა მოტეხილი. დაკავებული დუშეთის იზოლატორიდან „ვივამედში“ მიმიყვანეს, გადამიღეს რენტგენი და არაფერი არ გჭირსო. თვენახევრის შემდეგ, მივედი ჰოსპიტალში და მითხრეს, რომ დაბეჟილობა კი არ მქონდა, არამედ ნეკნი მქონია მოტეხილი. „ვივამედმა“ ეს მონაცემი დამალა და როდესაც ეს ხმამაღლა ვთქვი გამოხტა „ვივამედის“ ის უცნაური ქალი, დირექტორი და ჩემი რენტგენის ფოტო გამოაფრიალა, ჩემი პერსონალური ინფორმაცია, ამით კი მეორედ დაარღვია ჩემი უფლებები. შემდეგ მივმართე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს და კლინიკა „ვივამედი“ და ნადირაძე დამნაშავედ ცნეს და თავისი სოციალური ქსელიდან ჩემი რენტგენის ფოტოს აღება დაავალეს“, - ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ის 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.

შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის