სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის რაიონში დროებით გაზის მიწოდება 1000 აბონენტს შეუწყდება

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ისანი-სამგორის რაიონში გაზმომარაგების ქსელის რეკონსტრუქციის გამო, გაზის მიწოდება 9500 აბონენტის ნაცვლად, 1000 აბონენტს შეუწყდება.

მათი ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა 2 აპრილის 10:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათისთვის სრულად დასრულდება.

„ქსელის რეკონსტრუქციის გამო, 1 აპრილის 22:00 საათიდან - 2 აპრილის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეწყდება შემდეგ მისამართებზე: ნავთლუღის ქ. 5/7, 9, 15/1, ჩიხი 9.

სტეფანე ჭრელაშვილის ქ. 3, 4.

ქ. წამებულის (წმ. დედოფლის) გამზ. 61, 63, 63ა, 63ბ, 63ც, 65, 65ა.

წერნაკის, უჯარმის, პატარძეულის, კაჭარავას, I, II, III დოლაბაურის ქუჩები.

ეკატერინე ფორაქიშვილი-სარაჯიშვილის, დესპინე გელოვანის, ეთერ კაკულიას ქუჩები.

ნავთლუღის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილი.

ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორის: ქ. წამებულის გამზ. 69-ში მდებარე შპს ,,ველაჯიო”, ქ. წამებულის გამზ. 69-ში (ახლ. ეთერ კაკულიას ქუჩა) მდებარე სს ,,ევექსის კლინიკები”, ქ. წამებულის გამზ. 67დ-ში – შპს ,,თონე-2”, შპს ,,ჯორჯიან ბიზნეს კომპანია”, სს ,,სუში მანია”, სს ,,თიბისი ბანკი”, ი/მ ალექსანდრე რაზმაძის თონე, ი/მ დავით ნოზაძე და სხვა.

გთხოვთ, იყოთ ყურადღებით და არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი