„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე ვორკშოპი გაიმართება

„საქართველოს ბანკი“, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, რეგულარული ბიზნეს-ღონისძიებების სერიის მორიგი შეხვედრა გაიმართება, სადაც Fas Group-ის დამფუძნებელი, ნათია სხვიტარიძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ბუღალტრული პროცესების გაციფრულებაზე დეტალებს გააცნობს.

ვორკშოპის მონაწილეები ისწავლიან, როგორ უზრუნველყონ სტაბილური შემოსავლები და ეფექტურად მართონ ხარჯები; გაეცნობიან ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე მეთოდებს და ტექნოლოგიებს; აღმოაჩენენ, როგორ ხდება აღრიცხვა და დეკლარირება მარტივად, Fas Group-ის ახალი პროდუქტის დახმარებით და სხვა.

შეხვედრა 2 ნაწილისგან შედგება:

  • I ნაწილში ნათია ისაუბრებს ორგანიზაციებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ფინანსური მდგრადობა, შემოსავლების სტაბილურობა, ხარჯების ოპტიმიზაცია, ეფექტური ფინანსური დაგეგმვა, რისკების მართვა და ა.შ.
  • II ნაწილში კი სპიკერთან ერთად დამსწრეები განიხილავენ მცირე მეწარმეების საჭიროებებს როგორც სააღრიცხვო, ისე საგადასახადო თვალსაზრისით. გაეცნობიან საკანონმდებლო სიახლეებს და Fas Group-ის ახალ პროდუქტს.

ღონისძიება 2 აპრილს 16:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ბანკის ბიზნეს სივრცეში, 4B-ში, ა. ყაზბეგის გამზ. №15-ში გაიმართება. მონაწილეობის მისაღებად მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება