გივი თარგამაძე საგამოძიებო კომისიაზე - რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე? - ამაფეთქეთ, თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ, მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ, ჩემი სული გამოგეცხადოთ

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა, თუმცა მისვლას არ აპირებს.

გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მას 3 აპრილს, 11 საათზე იბარებს. ამავე დოკუმენტის თანახმად, კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

საპასუხოდ გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ეს კომისია რომ შექმენით, მაშინვე დავწერე, ჩემდა თავად მანდ მიმსვლელის დედაცთქო. ახლა დილაადრიან ფოსტას რომ მოსაწვევი მოატანინეთ, რა იფიქრეთ, საკუთარ დედას პატივს აღარ სცემსო? იმისი არ იყოს - ახლა ეს რომ მოიყვანეთ, ამ ქვევრს რა, შეეშინდებოდა და ყელი გაუგანიერდებოდაო?

ამ რუსის ქალის პირადი წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაზე მოვიდე? მაგ ინტერვიუს მერე რუსებმა ძებნაში რომ გამომაცხადეს, სობარ სუზარი საჯაროდ სწუხდა - რადგან, სამწუხაროდ, საქართველოს კონსტიტუციაში ჩანაწერი არ გვაძლევს გადაცემის უფლებას, ეგებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ჯგუფი შემოვუშვათ და აქ, ადგილზე დაკითხონო. ახლა უნდა, მაგათი შედგენილი კითხვარით თავად დამკითხოს? ხომ, მართლა, ადამიანის უფლებები მე არ მებარა, მაგას ებარა, მანდ გიზით და რამე თუ გაინტერესებთ, მაგას ჰკითხეთ. უსაფრთხოება ებარა შრომის ინსპექციას, მე უშიშროება მებარა, გენიოსებო.

ამაფეთქეთ. თქვენი ხელიდან მკვდარი ვარ. ხოდა მაგ კომისიაზე თეფში დაატრიალეთ, ეგებ ჩემი სული გამოგეცხადოთ“, - წერს გივი თარგამაძე ფეისბუქზე“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო