მედია - ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა აშშ-ის ტარიფებს ერთობლივად უპასუხებენ

ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, ერთობლივად უპასუხონ აშშ-ის ტარიფებს, - ამის შესახებ Reuters-ი ჩინურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც სამმა ქვეყანამ კვირას ეკონომიკის საკითხებზე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი დიალოგი გამართა.

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონია და სამხრეთ კორეა ცდილობენ ნახევარგამტარების შეტანას ჩინეთიდან და ჩინეთი დაინტერესებულია ჩიპების შეძენით იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერონ მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებული თანამშრომლობა და ჩაერთონ დიალოგში ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით.

კითხვაზე, სიმართლეს შეესაბამება თუ არა ინფორმაცია, რომ ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა აშშ-ის ტარიფებზე ერთობლივი პასუხის გაცემაზე შეთანხმდნენ, სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა უპასუხა, რომ ეს ინფორმაცია, გარკვეულწილად, გადაჭარბებულია. იაპონიის ვაჭრობის მინისტრის, იოჯი მუტოს განცხადებით კი, ვაჭრობის მინისტრების შეხვედრა ნამდვილად გაიმართა, თუმცა ასეთი დისკუსიები არ ყოფილა და შეხვედრა მხოლოდ აზრთა გაცვლა იყო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება