უნიკალური Study Abroad პროგრამა Webster University Tbilisi-ში - მიიღეთ საერთაშორისო გამოცდილება Webster-ის სხვადასხვა კამპუსებში

თანამედროვე სამყაროში სტუდენტები სულ უფრო ხშირად იყენებენ შესაძლებლობას, ცოდნა არა რომელიმე ერთ კამპუსში, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე მიიღონ. Study Abroad პროგრამა Webster University Tbilisi-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საგანმანათლებლო ინიციატივაა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისწავლონ სხვადასხვა ქვეყნის კამპუსებში, გაეცნონ ახალ კულტურებს და მიიღონ განვითარების გლობალური შესაძლებლობები.

Webster University ამერიკული საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული წარმომადგენელია. 1915 წელს დაარსებული უნივერსიტეტის მთავარი კამპუსი აშშ-ში, მისურის შტატში მდებარეობს. პირველი საერთაშორისო ფილიალი კი 1972 წელს ჟენევაში, შვეიცარიაში გაიხსნა. ამჟამად უნივერსიტეტის ქსელი აერთიანებს კამპუსებს ამერიკაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, ნიდერლანდებში, ჩინეთში, საბერძნეთსა და 2021 წლიდან უკვე საქართველოში.

ნებისმიერი კამპუსის სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 2 სემესტრი უნივერსიტეტის მსოფლიოს მასშტაბით არსებული 50 კამპუსიდან ნებისმიერში გაატაროს. ეს ახალგაზრდა თაობისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობაა არა მხოლოდ მაღალი დონის განათლების მისაღებად, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად და ახალი გამოცდილების მისაღებად. აღნიშნული სტუდენტებს საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაეხმარება.

21 საუკუნეში კარიერული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონტაქტები და Webster University-ს Study Abroad პროგრამა სწორედ საჭირო კონტაქტების ჩამოყალიბებაშიც ეხმარება სტუდენტებს.

Study Abroad პროგრამა და ზოგადად საერთაშორისო სწავლება არა მხოლოდ ავითარებს აკადემიურ ცოდნას, არამედ სტუდენტების პროფესიულ უნარებს აძლიერებს. სხვადასხვა ქვეყანაში სწავლით, ისინი იძენენ მრავალფეროვან გამოცდილებას, სწავლობენ უცხოურ საგანმანათლებლო სტანდარტებს, იძენენ კონტაქტებს და ეჩვევიან ახალ აკადემიურ გამოწვევებს.

სხვადასხვა ქვეყანაში სწავლა ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვისაც შესანიშნავი საშუალებაა. უცხოენოვან გარემოში ცხოვრება და სწავლა მათ ეხმარება გახდნენ უფრო თავისუფლები და თავდაჯერებულები კომუნიკაციაში.

აღსანიშნავია, რომ სტუდენტები გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის დროს საქართველოს კამპუსში სწავლის საფასურს გადაიხდიან, რაც სხვა კამპუსებთან შედარებით რამდენჯერმე ნაკლებია. Webster University Tbilisi-ში საქართველოს მოქალაქეებისთვის აკადემიური წლის სწავლის გადასახადი 7900$-ია, მაშინ როდესაც მაგალითად, ანალოგიურ საბაკალავრო პროგრამებზე ნიდერლანდებში სწავლა ღირს 16 080 $, ავსტრიაში - 22 254 $, აშშ-ში 29 680 $, შვეიცარიაში კი 36 020 $. ასევე შესაძლებელია, რომ Webster University Tbilisi-ს სტუდენტებმა სხვა კამპუსებში გაიარონ ის მეორე (მაინორ) პროგრამა, რომელიც ამჟამად საქართველოში არ ხორციელდება.

თუ გსურთ ისწავლოთ Webster University Tbilisi-ში და მონაწილეობა მიიღოთ Study Abroad პროგრამაში, აუცილებელია რომ ჩააბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. 2025-2026 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტი 4 საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს აბიტურიენტებს. ესენია:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020101
  • საერთაშორისო ურთიერთობები (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020102
  • კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020103
  • ფსიქოლოგიის მეცნიერება (ინგლისურენოვანი)- პროგრამის კოდი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე - 2020104

აღნიშნული პროგრამები ორმაგ აკრედიტაციას ფლობენ. ერთი მხრივ, ისინი აკრედიტებულია საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ, მეორე მხრივ კი - ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი განათლების აკრედიტაციის საბჭოს მიერ(HLC).

ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს აბიტურიენტები, რომლებიც რეგისტრაციის დროს პირველ პრიორიტეტად Webster University Tbilisi-ს მიუთითებენ 1400 $ ოდენობის გრანტს მიიღებენ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება