პარლამენტმა ცვლილებები, რომლითაც ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები შემოდის, საბოლოო მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, პლენარული სხდომის ფორმატში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომლის ამოქმედების შედეგად, ტელე და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით მთელი რიგი ახალი რეგულაციები, მოთხოვნები და სტანდარტები შემოდის, მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

აღნიშნული კანონის პროექტი 85-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.

“ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონის პროექტით წესრიგდება ფაქტის ჯეროვან სიზუსტესთან და პასუხის უფლებასთან, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობასთან, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, მაუწყებლის მიერ ფარული მეთოდის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვებასთან და გადაცემასთან, შეიარაღებული დაპირისპირების, უბედური შემთხვევის და სხვა საგანგებო ვითარების გაშუქებასთან, ასევე არასრულწლოვანი პირის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, თვითრეგულირების მექანიზმებთან ერთად, მაუწყებლობის სტანდარტების დარღვევაზე რეაგირების უფლებამოსილება სახელმწიფო ორგანოს - კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ექნება. კანონის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირს საჩივრით პირდაპირ კომუნიკაციების კომისიისთვის მიმართვის შესაძლებლობა ეძლევა. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კი, კომისია უფლებამოსილი იქნება მაუწყებელს მიმართ შემდეგი სანქციები - გაფრთხილება, ჯარიმა და გარკვეულ შემთხვევებში, - ლიცენზიის შეჩერება და გაუქმება გამოიყენოს.

კანონით დადგენილი წესები და რეგულაციები მაუწყებელთა ონლაინ და სოციალურ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზეც გავრცელდება.

ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონს გარდამავალი ნორმა დაემატა, რომლის მიხედვით, მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების 2025 წლის 1-ელ ივნისამდე დარღვევის შემთხვევაში, მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული სანქციები აღსასრულებლად არ მიექცევა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა