პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოების ინიციატივას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოების ინიციატივას მხარი დაუჭირა. 86-ხმით, ერთხმად მიიღეს დადგენილებაში ცვლილება, რომლის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე.

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოებასთან ერთად, სახელწოდებაც შეეცვალა. კომისია შემდეგი სახელწოდებით იფუნქციონირებს - “2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია“.

როგორც მომხსენებელმა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ სესიაზე განაცხადა, საგამოძიებო კომისია მხოლოდ 2012 წლამდე ჩადენილი ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი ქმედებების ფარგლებით შეზღუდული აღარ იქნება და კომისიის მანდატი 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. კირცხალიას თქმით, “საზოგადოება ნახავს, 2012 წლის შემდეგაც რით იყვნენ დაკავებული ეს ადამიანები“.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო