მამუკა ხაზარაძე - რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ და არც ამ კომისიას, რომელიც ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა

ბრალი ეხება ჩემს არ მისვლას ე.წ. კომისიაში, რომელიც შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. ეს კომისია ცირკის სანახაობაა, თავის ხელმძღვანელით, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 34 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში, ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა.

„თბილისის პროკურატურაში დამიბარეს, სადაც ბრალი უნდა წამიყენონ. ბრალი ეხება ჩემს არ მისვლას ე.წ. კომისიაში, რომელიც შექმნილია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ. ეს კომისია ცირკის სანახაობაა, თავის ხელმძღვანელით, რომელიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს. პირდაპირ ეთერში იხილავს და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს გმირებს, გენერლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ბოლო 30-35 წლის განმავლობაში თავი შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას.

რა ბრალიც არ უნდა წამიყენონ, ვაცხადებ, რომ ე.წ. პარლამენტს არ ვაღიარებ და არც ამ კომისიას, რომელიც ანტიეროვნულ საქმიანობას ეწევა.

ქვეყანა დიდი უფსკრულის წინაშეა. ასეთი მძიმე მდგომარეობა, როდესაც ქვეყნის დარჩენილი ტერიტორიების 80% ფორმალურად ოკუპაციის საშიშროების წინაშეა, 34 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება!“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი