სალომე ზურაბიშვილი - ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - პროტესტი არსებობს და როცა საშუალება ეძლევა, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება

ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, დღეს შედგა - გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა - პროტესტი არსებობს და როდესაც საშუალება ეძლევა, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდგომ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმითვე, დღეს „პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის“.

„მსურს, გაგაცნოთ ჩვენი პირველი შეხვედრის შესახებ. დღეს კოორდინაცია შედგა. ის კოორდინაცია, რომელიც თავისი წესებით გუშინ გამოცხადდა, რომ ჩვენ უნდა შევაჯეროთ პოზიციები იმ მთავარ გამოწვევებზე და საკითხებზე, რაც დღეს ქვეყანაში არსებობს. მსურს, ის შეჯერებული პოზიციები გაგაცნოთ, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ ინდივიდუალურმა პარტიებმა შემდგომ თავისი ხედვები წარადგინონ სხვანაირად, რაც ერთობლივად შეთანხმებული არ იქნება. ეს ასეთი ფორმის კოორდინაციაა, რომელიც დღეს იწყებს მუშაობას. უნდა ითქვას, რომ გუშინდელი პროტესტი ძალიან დიდი იმედს გვაძლევს და ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლების რეპრესიულმა პოლიტიკამ ვერ შეძლო და ვერ დაშალა ეს პროტესტი. ის არსებობს საზოგადოებაში და როდესაც ეძლევა საშუალება, რომ უფრო ძლიერად გამოჩნდეს, გამოჩნდება. ის არის მუდმივი და არაფერი და ვერავინ ვერ აშინებს მის მონაწილეებსა და საზოგადოებას.

პოლიტიკურ სპექტრზე კიდევ ერთი შეტევა მიმდინარეობს და პოლიტიკური დევნა ახალ ეტაპზე გადადის. ამაზეც ვართ შეთანხმებული, ეს უნდა იყოს ჩვენი ერთობლივი პოზიციების ერთ-ერთი მიმართულება. ვნახოთ, როგორი იქნება დღევანდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებების ფორმა, მაგრამ ამითაც პოლიტიკურ სპექტრს ვერ შეაშინებენ.

ევროსაბჭოში 7 აპრილიდან იქნება სესია, სადაც ალბათ, მიღებული იქნება მკაცრი რეზოლუცია, სწორედ პოლიტიკური პატიმრების საკითხი იქნება პირველ პლანზე. ალბათ, ასევე, ყველა ის ახალი კანონი, რაც მიღებულია ამ დღეებში, რომელიც ცდილობს, რომ ერთ მხრივ, FARA-თი მთელი არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ჩაახრჩოს, მაგრამ ამის მიმართაც მოინახება გზები და ამაზე ვმუშაობთ, რომ ეს გზები იყოს მონახული. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავთვალოთ, რომ იმიტომ, რომ ხელისუფლება იღებს ახალ რეპრესიულ კანონებს, ეს იმის ნიშანია, რომ ის რამენაირად ძლიერდება. არა, პირიქით, ძლიერდება პროტესტი იმიტომ, რომ უფრო მეტი ხალხი ხვდება, რას აკეთებს ეს ხელისუფლება, რა მიმართულებით მიდის, უფრო მეტი ხალხი უერთდება იმ ჩვენს გზავნილს და იმ გზას, რომელიც გუშინ გამოვაცხადე და რომელიც აქ შემოსული პარტიების ერთიან პოლიტიკას ასახავს. ჩვენ მივდივართ არჩევნების გზაზე, მშვიდობიან გზაზე. მივაღწევთ არჩევნებსაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, მაგრამ ჩვენ არ ვირჩევთ სხვა გზებს, რომლებიც შეიძლება ვიღაცის აზრში არსებობს. ეს არის ჩვენი გაერთიანებული პოზიცია. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ვიყოთ მხნედ და ვიყოთ შემართებით, ერთობლივად, ამ ახალ ერთობაში შევეწინააღმდეგოთ, გავუმკლავდეთ ამ რეჟიმის რეპრესიებს და ჩვენს მიზანს მივაღწიოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა