ელენე ხოშტარია - თურმე მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ სამყაროს უნდა  ვაყურებინო -  ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ

შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან, არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან - ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია წერს.

როგორც ხოშტარიამ განმარტა, მას ეკითხებიან, თუ რატომ არ ითხოვს მისი დაკავების შესახებ კადრების გასაჯაროებას.

„პოლიციაში ძალადობა და დამამცირებელი მოპყრობა არ აკმარეს „ქოცებმა“. ახლა მომიქსიეს პროპაგანდისტული არხები, კუდში დამდევენ და რატომ არ ითხოვ კადრების გასაჯაროებასო.

ანუ მე უნდა მოვითხოვო ჩემი იძულებითი და ძალადობრივი გაშიშვლების კადრების გასაჯაროება ანუ ის არ მეყო, ახლა კიდევ უნდა სამყაროს ვაყურებინო. ყოჩაღ, კარგად მოგიფიქრებიათ.

  1. შსს- საკუთარ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა ფაქტი და მეტიც, აქეთ გადაწყვიტა ჩირქის მოცხება და მოიგონა რაღაც წამალი, რითაც გაშიშვლების ახსნა მოუნდათ.
  2. შეიგნეთ და გაიგეთ, არ ვთანამშრომლობ არც შსს-სთან, არც სასამართლოსთან (არცერთზე არ ვყოფილვარ), არც პარლამენტთან, არც რაჟდენთან, არც კომისიებთან და საერთოდ არცერთ რუს არალეგიტიმურ წარმონაქმნთან.
  3. ნუ ფაფხურობთ, მაინც ვერაფერს დამაკლებთ და მაინც დაისჯებით ყველა ფაქტისთვის და ყველა ადამიანის ღირსების შელახვისთვის“, - წერს ხოშტარია „ფეისბუქზე“.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია