თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის კომიტეტს“ უერთდებიან

პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი იმ პარტიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ „წინააღმდეგობის კომიტეტს“ უერთდებიან.

"ფედერალისტები", გახარია, „ლელო“, „დროა“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ესენი შემოერთდნენ ახალ ფორმატს პრეზიდენტთან“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალის მიხედვით, „წინააღმდეგობის კომიტეტის“ ფორმატში არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებიდან“ ნიკა გვარამიასა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიები.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის კომიტეტის შექმნა გუშინ, რუსთაველზე გამართულ აქციაზე დააანონსა. ახალი ფორმატის ფარგლებში ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა დღეს გამართა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს