მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს ანაზღაურება გაეზრდებათ

მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრებს, წევრ-კორესპონდენტებსა და სტიპენდიატებს ანაზღაურება გაეზრდებათ. ამასთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას წევრ-კორესპონდენტების არჩევის შესაძლებლობა მიეცემა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა მოამზადა.

მოქმედი კანონით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 600 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის - არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით. კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების - არანაკლებ 1 250 ლარი.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობის აკადემიას, აკადემიის ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება განსაზღვრულია არანაკლებ 1 450 ლარის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის - არანაკლებ 900 ლარის ოდენობით. ცვლილების მიხედვით, ნამდვილი წევრის მინიმალური ანაზღაურება არანაკლებ 2 000 ლარი იქნება, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის არანაკლებ 1 250 ლარი.

ამდენად, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის მინიმალური ანაზღაურება მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტისა და სტიპენდიატის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას გაუთანაბრდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება