კაია კალასი - აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა - რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და მომავალს ართმევს

აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.

„ფოტოებიდან, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან და გაშიფრული რადიო სიგნალებიდან ამ ყველაფრის უარყოფა შეუძლებელია. ზუსტად ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. იმ ტექნოლოგიით, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს, ომის დანაშაულებისთვის დაუსჯელად დარჩენა შეუძლებელია, თუ ჩვენ გამოძიებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ ომში შესაძლო ჩადენილი დანაშაულები უბრალოდ დაუჯერებელია“, - განაცხადა კაია კალასმა.

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების „იძულებითი დეპორტაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია“.

„რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და ქვეყანას მომავალს ართმევს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება