თბილისის იდეალური გაგრძელება - სად მდებარეობს და როგორი იქნება ახალი უბანი, რომელიც ქალაქს განტვირთავს

უძრავი ქონების სექტორის დღევანდელი გამოწვევა თბილისის ურბანული რეალობის გაუმჯობესებაა. სამომავლო განაშენიანების გეგმა ინვესტორებისა და დეველოპერების მხრიდან მოითხოვს ინოვაციურ ხედვას, რომელიც შემდგომში ქალაქის ფუნქციურობას განსაზღვრავს და არქიტექტურის დახვეწაშიც შეიტანს წვლილს. სწორედ ამ იდეით, თბილისში იგეგმება სრულიად ახალი ტიპის დასახლების მშენებლობა.

თვითმყოფადი უბანი ეს არის ინოვაციური დეველოპერული პროექტი, რომელიც გააერთიანებს თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო ყველა ფუნქციას, კერძოდ, საცხოვრებელ, საგანმანათლებლო, კულტურულ, სპორტულ, სოციალურ დაწესებულებებსა და სარეკრეაციო ზონებს, განტვირთავს თბილისის ქუჩებს, მაცხოვრებლებს კი — დროის დაზოგვასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში დაეხმარება.

პირველი თვითმყოფადი უბანი სტრატეგიულად ორ ყველაზე მოთხოვნად უბნებს — ვაკესა და საბურთალოს შორის აშენდება, კერძოდ, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან მანქანით 2 წუთის სავალზე.

დასახლების პირველ შრეში იგეგმება კომერციული და საგანმანათლებლო ფუნქციების განვითარება, ფერდობის შუა ნაწილს დაიკავებს დაბალი განაშენიანების საცხოვრებელი ტერიტორია ყველა საჭირო სერვისითა და რეკრეაციული ზონით, ხოლო პროექტის ჩრდილოეთ ნაწილში მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრალური მოედანი, რომელიც მოიცავს კულტურულ, კომერციულ და გამაჯანსაღებელ მიმართულებებს,თბილისის, წყნეთის და გამწვანებული ტერიტორიის 360-გრადუსიანი უნიკალური ხედებით.

62 ჰექტარი მიწის ფართობი მდებარეობს ზღვის დონიდან 750 მეტრზე, რომელსაც დასავლეთით გარს ეკვრის 90,000 კვ.მ ბუნებრივი ლანდშაფტი და ტყის მასივი. ეს ფაქტორები სხეულის წნევისთვის და ჟანგბადის შემცველობის მხრივ ოპტიმალურ კლიმატს ქმნის. შერჩეულია სწორედ ისეთი ნაკვეთი, რომლის რელიეფურობა იძლევა იარუსებად განაშენიანების საშუალებას, რაც თავის მხრივ მზიან ტერიტორიასა და შთამბეჭდავ ხედებზეც მეტყველებს. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, თბილისის ლოგიკური გაგრძელება — სწორედ თვითმყოფადი უბანია, რომელიც ქალაქს განტვირთავს და ბიზნეს და კულტურულ ცენტრებს შორის შექმნის ახალ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ ლოკაციას, როგორც საცხოვრებელი, ისე საინვესტიციო კუთხით. პროექტი, თავისი მასშტაბურობისა და გამართულობის კუთხით, იქნება პირველი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ქალაქი სწორი მიმართულებით.

www.anagicollab.ge

(R)

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო