მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა - არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს! ჩემს შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ! - ჯერ პატიმრები და მერე სხვა ყველაფერი!

არ გაბედოს არც ერთმა პოლიტიკოსმა მშობლების სახელით ილაპარაკოს! -ამის შესახებ დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის დედა, ლიკა გუნცაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ლიკა გუნცაძე მიმართვაში აღნიშნავს, ხალხი სამშობლოსთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ პოლიტიკოსებს „შვილს ლუკმად ვერ შესწირავს“.

„ჯერ საქართველო გათავისუფლდეს და მერე გამოვიდნენ პატიმრებიო“,- ასე თქვეს მშობლებმაო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ჩემს შვილს ლუკმად ვერ შეგწირავთ. თუ ზრუნავთ მათ გამოყვანაზე, იზრუნეთ, ჩემთვის პრიორიტეტი ესაა, მერე ისინიც დადგებიან სამშობლოსთვის და ევროპული მომავლისთვის, როგორც აქამდე იდგნენ. უნდა დავიხსნათ ჩვენი ბიჭები და არ გაძლევთ იმის უფლებას, ივაჭროთ მათით და ჩვენით! არ დავასახელებ ჯერჯერობით, ვინც გამოვიდა გუშინ და ეს თქვა, სპეკულაციაა ჩვეულებრივი და არ ვაძლევ უფლებას, ჩვენი ტყვეებით ისპეკულირონ. ჯერ პატიმრები და მერე სხვა ყველაფერი, ესაა ჩემი აზრიც, სიტყვაც, სურვილიც. ვისაც როგორ გინდათ, ისე გაიგეთ. 18 წლიდან სამშობლოს დასაცავად ვდგავარ იქ, სადაც საჭიროა და ჩვენ შვილებს ლუკმად ვერავის გადმოგიგდებთ დღეს!“, - წერს ლიკა გუნცაძე სოციალურ ქსელში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს