თინა ბოკუჩავა - შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია - საჭიროების შესაბამისად ვითანამშრომლებთ

“ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს, ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად , - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „წინააღმდეგობის კომიტეტთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თინა ბოკუჩავა განმარტავს, ოპოზიციაში ერთიანი პოზიციები არ არსებობს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა 2008 წლის ომის კომისია, პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

“ნაციონალური მოძრაობა არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს, ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, რაოდენ დაბალი არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ოპოზიციაში ერთიანი პოზიციები არ არსებობს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორიცაა 2008 წლის ომის კომისია, პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს მყარი პოზიცია ჰქონდა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც გახარიას პოზიციის გათვალისწინებით აზრი შეიცვალა. აღნიშნულ ფორმატთან, საკითხების მიხედვით, საჭიროების შესაბამისად ვითანამშრომლებთ. საუბარი იქნება ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, - წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა