სალომე ზურაბიშვილი - საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში

საქართველოში იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთსა და ბელარუსში , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა დღეს საქართველოს პარლამენტში მიღებულ კანონებზე და აღნიშნა, რომ „შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა“ ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც „აშკარად არ არის დაწერილი საქართველოში“.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს, რაც სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა.

“იგივე სახელმძღვანელოა, რაც რუსეთში და ბელარუსშია. მაგალითი რომ მოგცეთ, მხოლოდ დღეს პარლამენტმა სამი სხვადასხვა კანონი მიიღო. რა თქმა უნდა, პარლამენტში საერთოდ არავითარი დებატები არ არის - კანონი კომიტეტების სამ ეტაპს სულ რაღაც სამ დღეში გადის.

პირველი ე.წ. ამერიკული FARA კანონია, რომელიც უბრალოდ, ახალი “რუსული კანონია”, რომელიც მეტ ძალაუფლებას აძლევს ხელისუფლებას, რომ შეზღუდონ და შეაკავონ არასამთავრობო ორგანიზაციები.

მეორეს სისხლის სამართალში ხელახლა შემოაქვს “სახელმწიფო ღალატის” მუხლი, რაც საბჭოთა დროს არსებობდა.

მესამე ზღუდავს მედიას და მათ დამატებით შეზღუდვებს უწესებს ფინანსურ კონტროლზე, ასევე, კონტენტის კონტროლზე. ასევე, არის გვერდითი კანონები საჯარო სამსახურზე, რომლების სახელმწიფო მოხელეებისგან მათი უშუალო უფროსებისგან ავტორიზაციის მიღებას მოითხოვს, თუ მათ საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა სურთ.

ეს ყველაფერი ერთ დღეში მოხდა. ეს აჩვენებს სისწრაფეს, რომლითაც შეთანხმებული პარლამენტი და მთავრობა ახორციელებენ სახელმძღვანელოს, რომელიც აშკარად საქართველოში არ არის დაწერილი, ვინაიდან, ისინი მხოლოდ ერთ პარტიას და ერთ კაცს, ბატონ ივანიშვილს, წარმოადგენენ.

ასევე მნიშვნელოვანი აღნიშვნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტიც არ არსებობს. ყველა ინსტიტუტი ერთპარტიულმა მმართველობამ დაიპყრო, ისინი ახდენენ ყველა ადამიანის ნომინაციას - სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში, ცენტრალურ ბანკში, რომელსაც გუშინ შეხვედრა ჰქონდა ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან, ყველა სარეგულაციო კომისიაში, რომელთაგან ერთ-ერთი მედიის რეგულაციას ახდენს.

ასე რომ, ეს სახელმწიფოს სრული კონტროლის ქვეშ მოქცევაა,” - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა