სალომე ზურაბიშვილი - სანქციები მათრახისა და თაფლაკვერის პირობითობასთან უნდა დაკავშირდეს - საპასუხო ზომები, კარგი განცხადებები მშვენიერია, მაგრამ შეთანხმებული, თანმიმდევრული პოლიტიკა ძალიან საჭიროა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა.

დეპუტატ ბლერ მაკდუგალის კითხვაზე, თუ რა უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ “ტვ იმედის” ფლობა და მართვა ლონდონიდან ხდება, სალომე ზურაბიშვილმა მოკლედ უპასუხა: “მგონი იცით, რაც უნდა ქნათ”.

სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა სანქციებთან დაკავშირებით მის ხედვაზე და აღნიშნა, რომ სანქციები „მათრახისა და თაფლაკვერის პირობითობასთან“ უნდა დაკავშირდეს.

მისი თქმით, საპასუხო ზომები, კარგი განცხადებები მშვენიერია, მაგრამ შეთანხმებული, თანმიმდევრული პოლიტიკა ძალიან საჭიროა.

“როგორც პრეზიდენტი, პირდაპირ არასდროს ვლაპარაკობ სანქციებზე, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანამ ამა თუ იმ პირის წინააღმდეგ უნდა შემოიღოს. არა მგონია, რომ ეს ჩემი როლია. პოლიტიკას რაც შეეხება, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სანქციები [სწორია] სწორად არის მიმართული და ძალიან ცენტრალურ, ძირეულ საკითხებს ეხება - ინფორმაციის თავისუფლებას, მოსამართლეებს, რომლებიც უსაფუძვლო განაჩენებს იღებენ, პოლიციელებს, რომლებიც ცრუ მოწმეები არიან და არარსებული რაღაცების მტკიცებულებებს იძლევიან - ეს უნდა იყოს სანქციების რისკის ქვეშ მყოფი კატეგორია.

კიდევ ერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია სანქციებზე, თუ ამის გაგონება გსურთ ჩემგან, არის ის, რომ აქამდე სანქციები სწორად არ გამოიყენებოდა. ვინაიდან, სანქციები, რომლებიც უბრალოდ სადამსჯელოა - კი, რაღაც დონეზე პროტესტის ხალხს აკმაყოფილებენ, ისინი ამბობენ: “კარგი, ჩვენი ხმა გაიგეს”, მაგრამ ის საბოლოო მიზანს არ ემსახურება. რაც უნდა გაკეთდეს არის ის, რომ სანქციები მათრახისა და თაფლაკვერის პირობითობასთან უნდა დაკავშირდეს.

თუ ამასა და ამას აკეთებ, რიგ გადაწყვეტილებებსა და კანონებს იწვევ, ახალ არჩევნებს ნიშნავ, რაც ერთადერთი გზაა, არა იმიტომ, რომ აუცილებლად ახალი არჩევნები გვსურს ან ოპოზიციას სურს, არამედ იმიტომ, რომ ერთადერთი გამოსავალია პოლიტიკური კრიზისიდან, რომელიც ახლა მე-5 თვეა გრძელდება და ქვეყნის პარალიზებას ახდენს. ანუ ახალი არჩევნების თარიღს ნიშნავ, იწვევ რიგ კანონებს, ათავისუფლებ პატიმრებს და მერე შეგვიძლია [საუბარი] ზოგიერთი სანქციის მოხსნაზე ან საქართველოს ჩვენს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან კონტაქტების უკან რუკაზე დაბრუნებაზე. თუ ამას არ გააკეთებ, მაშინ სანქციების ახალი კომპლექტი გექნება, რაც ეს, ესა და ეს იქნება, და შეეხება ამა და ამ პირს.

ეს არის ამ სანქციების პოლიტიკის ნაწილად გაკეთების გზა. ერთი თხოვნა და კრიტიკა თუ მექნება ყველა ჩვენი მეგობრისადმი, რომლებიც ამ წლების განმავლობაში საქართველოს ასეთი მხარდამჭერები იყვნენ, არის ის, რომ მეტად პოლიტიკა გვჭირდება და ნაკლებად საპასუხო ზომები. საპასუხო ზომები, კარგი განცხადებები მშვენიერია, მაგრამ შეთანხმებული, თანმიმდევრული პოლიტიკა ძალიან საჭიროა”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა