ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

კუპრაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა 2 აპრილს, 13:00 საათზე არის ჩანიშნული. საქმეს კი მოსამართლე არსენ კალატოზიშვილი განიხილავს.

„ივანიშვილის რეჟიმი დროს არ კარგავს! დღეს ბრალის წარდგენის შემდეგ, პროკურატურამ მიმართა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ“,- წერს „ფეისბუქზე“ კუპრაძე და დასძენს: „არცერთი ნაბიჯი უკან!“.

საქართველოს პროკურატურამ, "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე" მამუკა ხაზარაძეს ბრალდება დღეს, 1-ელ აპრილს წარუდგინა. მამუკა ხაზარაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი