„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ - 31 მარტს პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა, ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ „ჩატზე“ წვდომა მოსთხოვა - ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ 31 მარტს, პოლიციის მიერ ლუკა კინწურაშვილის დაკავებას უკანონოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა იმის, რომ პოლიციის მხრიდან „თვითნებობა და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა“.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 31 მარტს, საღამოს 8:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა და მას პრევენციის ზოგადი და ფორმალური საფუძვლით ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს - როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს.

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნებს, რომ "ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა".

„ლუკა კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატს დაუკავშირდა. ადვოკატმა ტელეფონით კომუნიკაციისას პოლიციას მოსთხოვა განემარტა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით ითხოვდნენ ლუკასგან პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

დაკავებულს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.

როგორც ლუკა კინწურაშვილმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს - როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს.

შსს ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 მუხლი) და მისი დაკავების ვადა მაქსიმუმამდე - 48 საათით არის გახანგრძლივებული.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია