გიორგი ბუტიკაშვილი - განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ - ცხადად უნდა ვუთხრათ ამომრჩეველს, რომ ვინც პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ბოიკოტს უცხადებს თვითმმართველობის არჩევნებს - გუშინდელი აქცია ამიტომ ვერ შედგა, პროცესი ჩავარდა

ძირითადი განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ... ჩვენ გვინდა სიცხადე და ეს სიცხადე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს - ჩვენ ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ჩვენ ბოიკოტს ვუცხადებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს - გუშინდელი აქცია სწორედ ამიტომ ვერ შედგა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ბუტიკაშვილის თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმაში ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას და თუ ეს დღეს არ მოხდა, ხვალ ის ბევრად უფრო განიარაღებული იქნება, რადგან, მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ პროცესს კიდევ უფრო მეტი „მსხვერპლი“ ეყოლება.

„პროცესი წარიმართა ჩვეულ რიტმში, როგორც სჩვევიათ ხოლმე ქართულ პოლიტიკაში - დათმობები, კონსოლიდაცია, კონსტრუქციული დიალოგი ძირითად შემთხვევაში არ ხერხდება. რაღაცას რომ თმობს ერთი მხარე, მეორე მხარემაც უნდა დათმოს და სადღაც შემხვედრი ნიშანი უნდა იყოს, სადაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს შეთანხმებები მანამდე არსებობდა და ჩვენ ვმუშაობდით. გუშინ არ დაწყებულა დიალოგის პროცესი ოპოზიციას შორის, დაიწყო დიდი ხნით ადრე და ჩვენ რიგ წარმატებებს მივაღწიეთ არაღიარების პოლიტიკიდან დაწყებული სანქციებით დასრულებული და ასევე ახალი არჩევნების სტრატეგია - როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ეს შეთანხმებები დაიდო.

ძირითადი განხეთქილება გამოიწვია სიცხადის დაკარგვამ და ეს სიცხადის დაკარგვა ჩვენთვის განსაკუთრებულად იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ ისეთ დროებაში ვართ, სრული დეზინფორმაციითა და პროპაგანდით გაჯერებულ საზოგადოებაში, სადაც სიმართლე, ფაქტობრივად, აღარ არსებობს და შეფარულ სიმართლეებში გვიწევს ცხოვრება. ჩვენ გვინდა სიცხადე და ეს სიცხადე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს - ჩვენ ცხადად უნდა ვუთხრათ ჩვენს ამომრჩევლებს, რომ ჩვენ, გაერთიანებულად, ვინც სალომე ზურაბიშვილის გარშემო არის და პროდასავლურ ძალად მოიაზრებს თავს, ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს - გუშინდელი აქცია სწორედ ამიტომ ვერ შედგა.

პროცესი ჩავარდა და ჩავარდა სწორედ ამიტომ, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არ აცხადებს იმას, რაც ჩვენი მოთხოვნაა, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების მშობლების; თუ პარტიები არ აწერენ დეკლარაციას ხელს, მაშინ რას ვაცხადებთ?

წინააღმდეგობის პლატფორმა, ცხადია, გაგრძელდება, ჩვენ ამ პროცესში მაინც მოგვიწევს დღეს თუ არა ხვალ, უბრალოდ, ხვალ მოგვიწევს მეტად განიარაღებულებს მონაწილეობა იმიტომ, რომ ეს პროცესი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო, არ დასრულდება, გაგრძელდება და კიდევ უფრო ეყოლება მსხვერპლი. სანამ ძლიერები ვართ, სანამ შეგვიძლია და სანამ ბევრნი ვართ, მაშინ უნდა გავაგრძელოთ ეს ამბავი, თორემ ზეგ მაინც მოგვიწევს ამის გაკეთება, უბრალოდ, ძალიან ცოტანი ვიქნებით, უფრო მეტი დაჭერილი იქნება, უფრო მეტი ნაცემი იქნება, უფრო მეტი გაქცეული იქნება და უფრო ნაკლები მედია იქნება, ვინც ამას გააშუქებს“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.

კითხვაზე, ვინ ჩაშალა ოპოზიციას შორის შეთანხმება, ბუტიკაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ბუნდოვანია, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტიის პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„გახარიას (პარტიას) ღია პოზიცია ჰქონდა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უნდათ საუბარი და პოზიციის დაფიქსირება (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე). მათი პოზიციაა, „ამ მოცემულობით არ ვაპირებთ“, მაგრამ თუ პოლიტიკური მდგენელი შეიცვლება, მერე იფიქრებენ, ოღონდ ამას არასდროს არ ამბობენ, რა არის პოლიტიკური მდგენელი. დეკლარაციაში სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ინიციატივა, რომ ჩაწერილიყო სიცხადე იმიტომ, რომ ხალხს სჭირდება ამდენ ტყუილში სიცხადე“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა