შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციელმა ძაღლს სამსახურებრივი იარაღიდან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ესროლა, ძაღლი კლინიკაშია გადაყვანილი, ფაქტზე კი მოკვლევა მიმდინარეობს

სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე ხმაური იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, ძაღლმა ბავშვს დაუყეფა, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

ადგილობრივების განმარტებით, მათ ჰკითხეს, თუ რატომ ესროლა ძაღლს იარაღი, როცა შეეძლო სხვა მეთოდით მოეგერიებინა, რაზეც პოლიციელმა უთხრა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში იმოქმედა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. დაშავებული ძაღლი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, მის მცირეწლოვან შვილებთან ერთად გადაადგილდებოდა გურამიშვილის გამზირზე, რა დროსაც ძაღლმა აგრესია გამოხატა მისი 6 წლის შვილის მიმართ.

„პოლიციის მაიორი შეეცადა, რომ მოეგერიებინა ძაღლი, რის გამოც იძულებული გახდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სამსახურებრივი იარაღიდან განეხორციელებინა გასროლა. ძაღლი გადაყვანილია ვეტერინარულ კლინიკაში. ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი რეაგირების ოქმი და მიმდინარეობს მოკვლევა”, - აღნიშნავენ შსს-ში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს