თეთრი სახლის პრესსპიკერი - ტარიფების გამოცხადება იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში - დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

ტარიფების გამოცხადება იქნება "ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე აშშ-ს ისტორიაში". შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

“2025 წლის 2 აპრილი ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ამერიკის თანამედროვე ისტორიაში. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა იყო მსოფლიოში და საუკეთესო სამომხმარებლო ბაზა გვყავს, უდავოდ, თუმცა ბევრმა ქვეყანამ თავისი ბაზარი დახურა ჩვენი ექსპორტისთვის, ეს ფუნდამენტურად უსამართლოა…

პრეზიდენტმა წინა ღამეს თქვა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე მასთან ერთად ვიყავი ოვალურ ოფისში და ის ამ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს. არ მინდა პრეზიდენტს დავასწრო.

ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დღეა. ის თავის სავაჭრო და სატარიფო გუნდთან ერთად არის ახლა, სრულყოფილებამდე მიჰყავს ის [გადაწყვეტილება], რათა დარწმუნდეს, რომ ეს შესანიშნავი გარიგება იყოს ამერიკელი ხალხისთვის და ამერიკელი დასაქმებულებისთვის. ყველანი 24 საათში გავიგებთ”, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კაროლინ ლევიტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს