50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს

50-მა ამერიკელმა სენატორმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის და იმ აქტორებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ, ახალი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ის უკრაინაში მშვიდობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ საუბარია პრესრელიზი, რომელიც „რესპუბლიკელი“ სენატორის, ლინდსი გრეჰემისა და „დემოკრატი“ სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის ვებგვერდებზე გამოქვეყნდა.

„ეს სანქციები დაწესდება, თუ რუსეთი უარს იტყვის კეთილსინდისიერ მოლაპარაკებებზე უკრაინასთან ხანგრძლივი მშვიდობისთვის ან წამოიწყებს სხვა ძალისხმევას, მათ შორის სამხედრო შეჭრას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ. კანონმდებლობა ასევე აწესებს 500 პროცენტიან ტარიფს იმ ქვეყნებიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ყიდულობენ რუსულ ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა პროდუქტებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლინდსი გრეჰემისა და რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, აშშ-ის სენატში დომინანტური შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა დასრულდეს ახლა და თავიდან უნდა იქნას აცილებული მომავალში.

„აშშ-ს სენატში გაბატონებული შეხედულებაა, რომ რუსეთი არის აგრესორი და რომ ეს საშინელი ომი და პუტინის აგრესია უნდა შეწყდეს ახლა და შეჩერდეს მომავალში“, აღნიშნავენ გრეჰემი და ბლუმენტალი.

გრეჰემი და ბლუმენტალი ირწმუნებიან, რომ ახალ სანქციებს მხარს დაუჭერს კონგრესის ორივე პალატა.

„ეს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მზად არის და მიიღებს ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერას, თუ მათ სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრაზე წარადგენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება