Reuters - „დემოკრატმა“ სენატორმა აშშ-ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის რეკორდი მოხსნა

„დემოკრატმა“ სენატორმა აშშ-ის სენატის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვით გამოსვლის რეკორდი მოხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„დემოკრატმა“ სენატორმა, კორი ბუკერმა აშშ-ის სენატში 25 საათისა და 5 წუთის განმავლობაში ისაუბრა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა გააკრიტიკა.

„ჩვენს ინსტიტუტებს თავს არაკონსტიტუციურად ესხმიან და ანადგურებენ. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა კრიზისშია. მხოლოდ 71 დღის განმავლობაში პრეზიდენტმა ამერიკელების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობას, დემოკრატიის მთავარ პრინციპებს დიდი ზიანი მიაყენა. ეს ამერიკაში ნორმალური პერიოდი არ არის“, - განაცხადა კორი ბუკერმა.

კორი ბუკერმა სენატორ სტრომ თარმონდის მიერ 1957 წელს დამყარებული რეკორდი მოხსნა, როდესაც თარმონდმა სამოქალაქო უფლებების აქტის წინააღმდეგ 24 საათისა და 18 წუთის განმავლობაში ისაუბრა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს