„ფრილანსერები და ბიზნესი“ - თიბისი ბიზნესის ინიციატივით, თბილისში „ხუთშაბათის შეხვედრა“ გაიმართება

თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - „ხუთშაბათის შეხვედრები“ გრძელდება. ბათუმის შემდეგ, ღონისძიება თბილისში, 3 აპრილს გაიმართება და ის „ფრილანსერების და ბიზნესის“ თემატიკას დაეთმობა.

„ფრილანსერობა” თანამედროვე სამუშაო კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა და მისი როლი ბიზნესგარემოში სულ უფრო იზრდება. “ხუთშაბათის შეხვედრაზე” სპიკერები განიხილავენ, როგორ თანამშრომლობენ „ფრილანსერები“ სხვადასხვა სფეროში მოქმედ ბიზნესებთან, რა გამოწვევებსა და შესაძლებლობებს აწყდებიან ისინი და როგორ შეუძლიათ კომპანიებს „ფრილანსერების“ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება. სტუმრები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას, პრაქტიკულ რჩევებს და პერსპექტივას იმაზე, თუ როგორ შეიძლება წარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შექმნა.

„ხუთშაბათის შეხვედრის“ სპიკერები იქნებიან:

  • ნიკუშა ანთაძე - კრეატიული სააგენტო Q&A-ს თანადამფუძნებელი;
  • ირაკლი გრძელიშვილი - Sapioo-ს დამფუძნებელი და დირექტორი;
  • მარიამ ლორთქიფანიძე - Playmakers-ის მმართველი პარტნიორი

“ხუთშაბათის შეხვედრაზე” დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია და აუცილებელია რეგისტრაციის წინასწარ გავლა: სარეგისტრაციო ბმული

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება