სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს წევრებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა საპენსიო სააგენტოს მმართველობითი საბჭოს ახალ წევრებს შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის გაფართოება, რომელიც 2025 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება.

აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, ეროვნული ბანკი ზედამხედველობას გაუწევს არა მხოლოდ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას, არამედ სააგენტოს ადმინისტრაციულ და სხვა საოპერაციო ფუნქციებსაც.

დისკუსიის ფარგლებში, ყურადღება დაეთმო მმართველობითი საბჭოს წევრების სამომავლო გეგმებსა და გარდამავალი პერიოდის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ზედამხედველობის ეფექტიანობის უზრუნველყოფას.

„ჩვენი, როგორც ზედამხედველის, მთავარი მიზანია საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა დანაზოგების უსაფრთხოებისა და ეფექტიანი მართვისთვის საიმედო გარემოს უზრუნველყოფა იმ საზედამხედველო მექანიზმების გამოყენებით, რომლებიც კანონმდებლობამ მოგვანიჭა. დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მის ფარგლებში მიმოვიხილეთ გარდამავალ პერიოდში ახლად შექმნილი ბორდის საქმიანობა და ზედამხედველობასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება