CNN - ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მიზნით ვაშინგტონს ეწვევა - ტრამპის ადმინისტრაცია, ვიზიტის წინ, მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დროებით მოხსნის

ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების მიზნით ვაშინგტონს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ცნობით, რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფს შეხვდება.

როგორც გამოცემა წერს, შეხვედრაზე მხარეები აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხს განიხილავენ.

CNN-ის ინფორმაციით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ვაშინგტონში მოლაპარაკებების მიზნით რუსი ოფიციალური პირის მიერ განხორციელებული პირველი ვიზიტი იქნება. ასევე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვიზიტის წინ აშშ-ს მიერ კირილ დმიტრიევის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დროებით მოხსნის.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი