გია ვოლსკი - არაადეკვატური შეფასებაა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს დროზე ადრე დაატოვებინეს სუს-ი - ადამიანი რომ მინისტრად გადაგყავს და ამას სასჯელს უწოდებ, ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო

არაადეკვატური შეფასებაა, რომ გრიგოლ ლილუაშვილს დროზე ადრე დაატოვებინეს სუს-ის უფროსის თანამდებობა - ადამიანი რომ მინისტრად გადაგყავს და ამას სასჯელს უწოდებ, ძალიან დიდი მონდომებაა საჭირო, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მართვის სისტემა განახლებას მოითხოვს და „ქართულ ოცნებას“ „მშვენიერი საკადრო შემადგენლობა ჰყავს“.

„რასაკვირველია, მართვის სისტემა განახლებას მოითხოვს. მშვენიერი საკადრო შემადგენლობა გვყავს „ქართულ ოცნებას“ - ინტელექტუალური, კარგი ავტორიტეტის, დიდი გამოცდილების მქონე ადამიანები და ძალიან საინტერესო ცვლილებები ხორციელდება.

არაადეკვატური შეფასებაა ის, რომ გრიგოლ ლილუაშვილს დროზე ადრე დაატოვებინეს თანამდებობა იმ უშველებელი ამოცანების გათვალისწინებით, რაც ახალ სამინისტროს დაეკისრება. უშველებელი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ეს სამინისტრო იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მაღალი მაჩვენებლების სამინისტრო. აქ რომ გადაგყავს ადამიანი მინისტრად და ამას უწოდებ სასჯელს, რასაკვირველია, ძალიან დიდი მონდომებაა ამისათვის საჭირო. იქმნება უწყება, რომელიც იქნება ერთ-ერთი წარმმართავი იმ ვითარების, რომელიც საქართველოში არსებულ ხვალინდელ დღეს განაპირობებს და აქ ადამიანის გადაყვანა სწორედაც პოზიტიურად უნდა შეფასდეს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს