ნათია მეზვრიშვილი - სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, მისი რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია - „ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება

სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს მთავრობის სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებს ეხმაურება.

როგორც მეზვრიშვილი აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

„სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება“ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.

სუს-ს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს“,- წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება, „პირდაპირ კავშირშია ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა“.

„ოცნების“ ამ გადაწყვეტილებასთან პირდაპირ კავშირშია ასევე, ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა და არა ეფექტიანობის უზრუნველყოფა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც გენერალური ინსპექციის ფუნქციას ასრულებდა ადმინისტრაციის მასშტაბით. ეს დეპარტამენტი გადაკეთება ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტად. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ახდენს კორუფციული გარიგებების (როგორც მისი ძალაუფლების წყაროს) სრულ მონოპოლიზებას“, - წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს. რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება და გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. სუს-ის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილია წარდგენილი, რომელიც იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებდა. იუსტიციის მინისტრის პოსტზე კი ოხანაშვილს „ქართული ოცნების“ დეპუტატი პაატა სალია შეცვლის.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია