პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს 4 აპრილის სხდომაზე აირჩევს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსს 4 აპრილის სხდომაზე აირჩევს. მიმდინარე სასესიო კვირას მხოლოდ ორი პლენარული სხდომა იყო დაანონსებული - პარლამენტს სესიის ფორმატში 1-ელ და 2 აპრილს უნდა ემუშავა, თუმცა დღეს, პრემიერ-მინისტრის ბრიფინგზე, ახალი საკადრო გადაწყვეტილებების თაობაზე გახდა ცნობილი.

გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა. სუს-ის უფროსის პოსტზე ირაკლი კობახიძემ იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მთავრობის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს. სუს-ის უფროსის არჩევა 6 წლის ვადით ხდება. კანდიდატურის დასამტკიცებლად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი ანრი ოხანაშვილი იუსტიციის მინისტრის პოსტზე „ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა სალიამ შეცვალა.

რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს, როგორც კობახიძის ბრიფინგზე გახდა ცნობილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად პარლამენტმა 2019 წლის ოქტომბერში დაამტკიცა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ