მამუკა მდინარაძე - ხაზარაძის მიზანი არის სახელმწიფოს არაღიარება

კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. კომისიამ მოითხოვა მოსვლა, მამუკა ხაზარაძე არ მოვიდა - უფრო მარტივი კვალიფიკაციის სისხლისსამართლებრივი კაზუსი ბუნებაში არ არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიზანი, როდესაც ის უარს აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე, სწორედ სახელმწიფოს არაღიარებაა.

„მათ როდესაც გადაწყვიტეს, ხალხს უთხრან, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის სიმულაციის, თაღლითობის, უტიფრობის ყველაზე მაღალი ხარისხი, იმიტომ, რომ ფაქტის უფრო მარტივი იურიდიული ინტერპრეტაცია არ არსებობს.

სახელმწიფოს არაღიარებაა მისი [ხაზარაძის] მიზანი. არ აღიარებს რას ჰქვია? ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ამ ქვეყანაში იწოდება პოლიტიკოსად ჯერ კიდევ, ამ ქვეყანაშია სამწუხაროდ, ოპოზიციონერად პოზიციონირებული სააკაშვილის „რეკეტიორი“. ყოველ მეორე საქმეში „რეკეტიორი“ რომ აღმოჩნდება, ეს ადამიანი, პოლიტიკოსად არის წოდებული. წარმოიდგინეთ თაღლითობის ხარისხი, მან ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს მოუნდომა იმის დაჯერება, რომ 17 მილიონი ისე ვასესხე ჩემს მეგობარს თუ პირიქით, ვისესხე ჩემი ბანკიდან, რომ მერე გავიგე წლების შემდეგ ამის შესახებო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს