მამუკა მდინარაძე - როცა ქვეყანა დამოუკიდებელია, მას ყველა ებრძვის - რუმინეთში, პოლონეთში, საფრანგეთში რაღაც მოვლენები რომ ხდება, ამის კრიტიკას ვერც ბედავენ იმიტომ, რომ ეშინიათ, მაგრამ როცა საქართველოში ხდება, იმას პოლიტიკურ დევნას უწოდებენ

ორმაგი სტანდარტი კი არ არის, აქ საერთოდ აღარაფრის სტანდარტი აღარ არის იქიდან გამომდინარე, რომ თუ ევროპაში რაღაც ხდება, ის აუცილებლად კანონიერია, თუ საქართველოში ხდება ის აუცილებლად უკანონოა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „როდესაც დამოუკიდებელია ქვეყანა, მას ყველა ებრძვის. არავის ინტერესში პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობა არ ჯდება. ერთადერთი ვისი ინტერესიც არის საქართველოს დამოუკიდებლობა და მისი მაღალი ხარისხი, ეს არის ქართველი ხალხი და ჩვენ ვასრულებთ ქართველი ხალხის დაკვეთას“.

მისივე თქმით, ყველა უნდა მიხვდეს ვინ ატყუებს და ვინ ელაპარაკება სიმართლეს.

„რუმინეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ამ ქვეყნებში რაღაც მოვლენები რომ ხდება, ამის კრიტიკას ვერც ბედავენ. აი მაგალითად, ქართული ნაცმედია, ქართული აგენტურა, არც კი შედის ამ თემაში იმიტომ, რომ ეშინიათ ამის გაკეთება. იმიტომ, რომ პატრონები ეტყვიან ხვალ, რომ როგორ გაბედე შენ, თითს დაუქნევენ, მაგრამ როცა საქართველოში რაღაც ხდება, რაც არ უნდა კანონიერი იყოს, იმას უკვე პოლიტიკურ დევნას [უწოდებენ]. მიხეილ სააკაშვილზე 27 ქვეყნის ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და კვდებაო ეს ადამიანიო, დღეები აქვს დათვლილიო, დემარში მოუწყვეს. „გამჭვირვალობის კანონზე“ ხომ ყველამ ყველაფერი დაინახა. გავამკაცრეთ, „ფარა“ მივიღეთ, დავამტკიცეთ მესამე მოსმენით გუშინ, ამაზე ხმას ვერ იღებენ და გაცილებით ლოიალურ კანონზე კინაღამ ჩამოაქციეს ქვეყანა. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე. გუშინ, სამი მოსმენით დავამტკიცეთ ამერიკული კანონი და მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პირდაპირი თარგმანია, თუმცა, „გამჭვირვალობის კანონზე“ გაცილებით, შეუდარებლად მკაცრი, ხმას ვერ იღებს ვერავინ. მაგრამ გაცილებით არამკაცრი კანონისთვის კინაღამ ჩამოიღეს ყველაფერი, რუსული კანონიაო და ვიღაცებს დღემდე სჯერათ, რომ ის რუსული კანონი იყო და ეს „ფარა“ რატომ აღარ არის რუსული?! -იმიტომ, რომ სიტყვა სიტყვითი თარგმანია. ამიტომ, ყველა უნდა მიხვდეს ვინ ატყუებს და ვინ სიმართლეს ელაპარაკება თავისი ქვეყნის, სამშობლოს და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო