სალომე ზურაბიშვილი - „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია „როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს“.

„ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ნათქვამია, მაგრამ საჭიროა ხალხმა უკეთ გაიგოს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის ან იმ პარტიისთვის, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება; რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი - ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და მეორე - სინდისის პატიმრების გათავისუფლება. როგორც პროევროპული პარტიები, ისინი, ასევე იზიარებენ „ქართულ ქარტიას“. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ ამ პლატფორმაში შემოვიდნენ.

კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და იქ ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ „ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოორდინაციის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანელ ჟურნალისტებს ხვდებიან, რომელთაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების შეახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

„დღის წესრიგში ორი სხვა თემა გვქონდა, ერთი არის შიდა მექანიზმები, რომელიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს და გვაქვს რამდენიმე მოსაზრება. შევქმნით ერთიან საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის „ფეისბუქ“ და „ტვიტერის“ ანგარიშს, ამით უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ. მადლობა, რომ ბრიფინგებს ესწრებით, რომ კოორდინაციის საქმიანობა ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი იყოს. ახლა, თქვენს შემდეგ, კოორდინაციის წევრები ხვდებიან გერმანელი ჟურნალისტების დიდ ჯგუფს, რომელიც სრულყოფილად არის საქართველოში ჩამოსული. ჩვენ გავაცნობთ კოორდინაციას და მათ დღევანდელ აქტუალურ გამოწვევებზე ვესაუბრებით“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის