მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ფართო საზოგადოებისთვის, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას

ჩვენ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ წარვადგინეთ ის არგუმენტები, თუ რატომ არ მივედი [საგამოძიებო კომისიაზე] - პროკურატურისაც და სასამართლოსაც ვაცნობეთ, რომ ჩემი არ გამოცხადება არალეგიტიმურ პარლამენტში, შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში, ჩემი შეგნებული ნაბიჯია,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

ხაზარაძის თქმით, მისი „ურყევი პროტესტია“ ის, რომ „არალეგიტიმურ პარლამენტს“ არ აღიარებს.

„ჩვენ, პირადად მე და ჩვენმა ადვოკატებმა, სხდომაზე წარვადგინეთ ძალიან მკაფიოდ ის არგუმენტები, თუ რატომ არ მივედი [საგამოძიებო კომისიაზე]. ეს არ მისვლა იყო შეგნებული. ამის შესახებ ვაცნობეთ პროკურატურასაც და სასამართლოსაც, რომ ჩემი არ გამოცხადება არალეგიტიმურ პარლამენტში, შესაბამისად მის მიერ შექმნილ არალეგიტიმურ კომისიაში, ჩემი შეგნებული ნაბიჯია. ამასთან დაისვა კითხვა შესწავლილი იქნა თუ არა ამ კომისიის არალეგიტიმურობა, როცა პროკურატურამ ჩემ წინააღმდეგ ბრალის წაყენება და გამოძიება დაიწყო. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ აქვთ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო ფართო საზოგადოებისთვის, რომ არ ვაღიარებ არალეგიტიმურ პარლამენტს, ისევე როგორც მის შექმნილ კომისიას. ისევე, როგორც არ აღიარებს ამ არალეგიტიმურ პარლამენტს ცივილიზებული სამყარო, დემოკრატიული ქვეყნები. ეს არის ჩემი ურყევი პროტესტი და ის იქნება მყარი. არანაირი და ვერანაირი გადაწყვეტილება მე არ რწმენას ვერ შემაცვლევინებს. ეს განვუცხადე მოსამართლესაც“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.

ასევე შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა.

აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.

ხაზარაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი