მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ 50 000-ლარიან გირაოს

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადვოკატებთან მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყვეტს, გადაიხდის თუ არა სასამართლოს მიერ დაკისრებულ 50 000-ლარიანი გირაოს.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, „ქართული ოცნების“ მხრიდან მისი დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.

„ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში შემოვედი, „ქართული ოცნების“ მხრიდან მიმდინარეობს ჩემი პირადი დისკრედიტაციის მცდელობა სხვადასხვა მოგონილი საქმეებიდან გამომდინარე, ესეც განვაცხადე სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესში ჩემი მოღვაწეობის 30 წლის განმავლობაში არცერთი საქმე არ ყოფილა ჩემს წინააღმდეგ, არც საჩივარი ან რამე გარჩევა, მზად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინანდელ აბსურდულ ზღაპრებს ჰყვებიან, მზად ვარ, ამ სასამართლოში გავცე კვალიფიციური პასუხი, თუ მსგავსი რამ არსებობს. ამიტომ, პირველ რიგში, მოვუწოდებ პოლიტპატიმრებს, ბიჭებო, მაგრად იყავით! აქ ჩვენ მაგრად ვართ, ნებისმიერი გადაწყვეტილება რაც არ უნდა მიიღოს, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ თქვენ არ მიგატოვებთ. არ მივატოვებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას, არ მივატოვებთ ქართველი ხალხის არჩევანს, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი