ეკა ბესელიას განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი წარმოებაში მიიღო

გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და ჩვენი მძევლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავგზავნეთ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი უკანონო პატიმრობის საკითხი,- სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჩივარი მიიღო, - ამის შესახებ ადვოკატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნულის შესახებ დღეს სასამართლოს მოახსენებენ, რომელიც იხილავს „პოლიტიკური მძევლების და უდანაშაულო ადამიანების, საქართველოს ევროპული მომავლის მცველების საქმეს”.

„ეს მძიმე პოლიტიკური საქმეა და იმ ვითარებაში, როდესაც ქართული ეროვნული სასამართლო ვერ ასხივებს, ვერ გვაჩვენებს სამართლიანობის ვერავითარ მინიმალურს სტანდარტს, ამ დროს, გვაქვს ძალიან კარგი, საიმედო და ჩვენი მძევლებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია სტრასბურგის სასამართლოდან, სადაც ჩვენ, სულ ცოტა ხნის წინ გავგზავნეთ ანდრო ჭიჭინაძის საქმე, გავასაჩივრეთ მისი უკანონო პატიმრობის საკითხი და მოვითხოვეთ რამდენიმე მუხლით, რომელიც არის ევროპული კონვენციით დაცული, ძირითადი უფლებების დარღვევის დადასტურება. ეს ეხება, როგორც მისი თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვას, ასევე საქმის სამართლიან განხილვას, პოლიტიკურ დევნას, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენ მივიღეთ ძალიან მოკლე დროში დადასტურება, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საჩივარი მიიღო უკვე, რეგისტრაციაში გატარდა, მას მიენიჭა კონკრეტული ნომერი. ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საჩივრის შესვლიდან დაახლოებით სამ დღეში იყო ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ფრთხილად ვეკიდებით ამ პროცესს, რადგან სტრასბურგის სასამართლოს აქვს ძალიან მაღალი სტანდარტი. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქართული სასამართლო და ჯერჯერობით ყველა ის მოსამართლე, ვინც ამ პოლიტიკურ სასამართლოს იხილავს, ვერ აჩვენებენ, რომ მართლმსაჯულებას ემსახურებიან და არა პოლიტიკურ დევნას - ამ მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ სამართალი აქ არ მთავრდება და რომ ჩვენ გვაქვს იმის ძალა, შესაძლებლობა და სამართლებრივი ბერკეტი, რომ გამოვიყენოთ საერთაშორისო სასამართლოს სამართლიანი პროცედურები”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს