CIU-ს „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია აბიტურიენტებისთვის“ იწყება

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია იწყება.

მათივე ცნობით, პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი

„პროექტში მონაწილეობა შეუძლია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს. პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით; სალექციო პერიოდია 3 - 7 აპრილი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლექციების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:

ია ნადირაშვილი - CIU-ს „ბიზნეს ინკუბატორის“ ხელმძღვანელი, ბიზნეს და SME კონსულტანტი, რითეილ ექსპერტი, “BeWise“-ის მმართველი პარტნიორი;

თემა: „ბიზნესის ადმინისტრირება: როგორ მუშაობს წარმატებული ორგანიზაცია ციფრულ სამყაროში“;

თარიღი: 3 აპრილი, 19:00 სთ.

ლალი მიქელაძე - CIU-ს ტურიზის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი;

თემა: „ტურიზმის სფეროში არსებული პროფესიები და მათი უნიკალურობა“;

თარიღი: 4 აპრილი, 19:00 სთ.

გიორგი კაკაშვილი - CIU-ს ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი;

თემა: „AI ყოველდღიურ ცხოვრებაში: შეუმჩნეველი რევოლუცია”

თარიღი: 5 აპრილი, 19:00 სთ.

თეა ლაზარაშვილი - CIU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი;

თემა: „პროფესია ფინანსისტი“;

თარიღი: 6 აპრილი, 19:00 სთ.

გიორგი კეპულაძე - ეკონომიკის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;

თემა: „მენეჯმენტი თანამედროვე სამყაროში“;

თარიღი: 7 აპრილი, 19:00 სთ.

პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს