ადვოკატი - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 4 დღე დასჭირდა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე საჩივარი მიეღო და განხილვა დაეწყო - ეს ინფორმაცია ანდრომ არ იცის, პროცესზე გაიგებს

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 4 დღე დასჭირდა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე საჩივარი მიეღო და დაეწყო მისი განხილვა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ იცის ანდრომ და პროცესზე გაიგებს, - ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სტრასბურგში საჩივარი რამდენიმე მუხლითაა გაგზავნილი, კერძოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თავისუფლების აღკვეთა უკანონოდ, პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ნიშნით განცხადებები, გამოხატვის თავისუფლება და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებები.

„ჩვენ, პირველივე წარდგენიდან, როდესაც პირველად წარვადგინეთ ანდრო ჭიჭინაძე ვთქვით, რომ ეს იქნებოდა პოტენციური საქმე, რომელიც შესაძლოა გაგრძელებულიყო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. შემდგომ იყო წინასასამართლო სხდომები, სადაც ვთქვით, რომ ანდრო ჭიჭინაძის საჩივარი გაიგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 4 დღე დასჭირდა, რომ საჩივარი მიეღო და დაეწყო მისი განხილვა. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია არ იცის ანდრომ და პროცესზე გაიგებს და რაც არის მნიშვნელოვანი, დაახლოებით, ერთი კვირა სჭირდება თბილისის სასამართლოს, რომ რაიმე სახის საჩივარი მიიღოს. ამის საპირწონედ კი, მხოლოდ 4 დღე სჭირდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრის მისაღებად, რაც ნიშნავს იმას, რომ ის უკვე ხედავს პოტენციურ დარღვევებს ამ საქმეში. უკვე დღეიდან, არამხოლოდ ჩვენ, შიდა დონეზე, არამედ სტრასბურგის სასამართლოც დააკვირდება პროცესებს და იმ მოვლენებზე, რომლებიც განვითარდება, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან”, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო