„საგანმანათლებლო სივრცის“ პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა ყირგიზ კოლეგებს მონეტარული პოლიტიკის თემაზე გამოცდილება გაუზიარა

საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრთან (CCAMTAC) ერთობლივად ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ეროვნული ბანკის ფინანსური ბაზრებისა და მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტების წარმომადგენლები საკუთარ გამოცდილებას ყირგიზ კოლეგებს უზიარებენ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

„მოგეხსენებათ, სსფ-ს კვლევის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს მოდერნიზების კუთხით, საქართველო მოწინავე პოზიციას იკავებს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ეს ჩვენი პროფესიონალი გუნდის დამსახურებაა და მოხარულნი ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ცენტრალური ბანკების კოლეგებსაც გავუზიაროთ. ეროვნული ბანკი მზაობას გამოთქვამს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთოს ტექნიკური დახმარების სამუშაო შეხვედრებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა ეროვნული ბანკისთვის ძალზე მნიშვნელოვანია და ერთობლივად ორგანიზებული სამუშაო შეხვედრები კიდევ ერთი დასტურია ჩვენ შორის არსებული მრავალწლიანი, მზარდი პარტნიორობის“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული “ვორქშოპი” ხორციელდება ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში, რომელიც ორგანიზებულია სსფ-ს შესაძლებლობების განვითარების რეგიონულ ცენტრთან ერთად, სადაც ეროვნული ბანკი თავად უზრუნველყოფს ცოდნის გაზიარებას საერთაშორისო პარტნიორებისთვის.

მათივე ცნობით, 2023 წელს, CCAMTAC-ის სამუშაო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ყაზახეთისა და უზბეკეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს უმასპინძლა. 2024 წელს კი გაიმართა სემინარი ფინანსური პროგრამირებისა და პოლიტიკის შესახებ, რომელშიც საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო