მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა

მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დევიდ ლემიზე დაყრდნობით ავრცელებს.

დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვაში გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში ჩარევის გამო რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიას“, მის დამფუძნებელ ნელი პარუტენკოსა და მმართველი საბჭოს წევრს, ნატალია პარასკას სანქციები დაუწესა, რაც მათთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს.

დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დემოკრატიაში უხეში ჩარევის მცდელობებს არ შეეგუება.

„როდესაც ბინძური ფული თავისუფლად ტრიალებს, ის ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას, ეკონომიკის დესტაბილიზაციას ახდენს და მავნე აქტორებს უფლებას აძლევს, რომ კანონის უზენაესობა შეარყიონ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება