მსახიობი ირაკლი კვირიკაძე აქციებზე დაკავებულებზე - რამდენიმე თვეა აბსურდს ვაკვირდებით

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო ანდრო ჭიჭინაძის საქმე, რაც არის ყველაზე იმედისმომცემი იმ მოვლენებს შორის, რაც პატიმრებთან მიმართებით ბოლო პერიოდში მომხდარა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ სასამართლოში განუცხადა.

მისი განმარტებით, რამდენიმე თვეა უკვე აბსურდს აკვირდებიან.

„დღეს უნდა შეგვძლებოდა პროცესზე დასწრება, თუმცა ბოლო წამს გავიგეთ, რომ სხდომა დახურული იყო. ასევე, მოსამართლეს გუშინ გადაეცა საქმის მასალები და შესაბამისად, მოუწიათ პროცესის გადადება. არ ვიცი, ამაზე რა შეიძლება ითქვას. ჩვენ ყველა პროცესზე აქ ვართ და შემდეგ პროცესზეც მოვალთ, მაგრამ რამდენი თვეა ამ აბსურდს ვაკვირდებით. ასევე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიღო წარმოებაში ანდრო ჭიჭინაძის საქმე, რაც არის ყველაზე იმედისმომცემი იმ მოვლენებს შორის, რაც ამ პატიმრებთან მიმართებით ბოლო პერიოდში მომხდარა. დაველოდოთ პროცესებს, თუ როგორ წარიმართება. დღევანდელი პროცესით კიდევ უფრო გვაჩვენეს თავიანთი არაპროფესიონალიზმი“, - განაცხადა ირაკლი კვირიკაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე